Belive

ATP სტოკჰოლმი - ფინალი ციციპასი - გულბისი (ვიდეო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა შვედეთის დედაქალაქში - სტოკჰოლმში მიმდინარე 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი. საინტერესო და დაძაბული რაუნდების შემდეგ ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ლატვიელი, 145-ე ნომერი ერნესტ გულბისი და მსოფლიო რეიტინგის მე-16 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი. პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული იყო. მოგეხსენებათ, ორივე მათგანს მძავრი მოწოდება აქვს, შესაბამისადაც ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები შესანიშნავად აიღეს, თუმცა ანგარიშით 5:4-ზე ციციპასმა მეტოქეს მოწოდება მოუგო და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში მოვლენები, ზუსტად პირველის მსგავსად განვითარდა - ანგარიშით 5:4-ზე ციციპასმა მეტოქეს კიდევ ერთხელ მოუგო მოწოდება და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 6:4 სტეფანოს ციციპასი ჩემპიონია.

სხვა სტატიები