Belive

ATP თასი: ნახევარფინალები ცნობილია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს ATP თასის მეოთხედფინალური დაპირისპირებები გაიმართა. სერბეთმა კანადას 3:0 მოუგო, ესპანეთმა კი მძიმე ბრძოლაში ბელგია დაამარცხა - 2:1. სერბეთს ნახევარფინალში გასვლა არ გასჭირვებია. დენის შაპოვალოვთან თავისი შეხვედრა 3 სეტში მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა - 4:6; 6:1; 7:6, დუშან ლაიოვიჩმა კი - 19 წლის ოჟე-ალიასიმს 2 სეტში აჯობა - 6:4; 6:2. წყვილთა თანრიგში ნიკოლა ჩაჩისისა და ვიქტორ ტროიცსკის დუეტმა პიტერ პოლანსკი და ადილ შამასდინი სულ რაღაც 59 წუთში დაამარცხა - 6:4; 6:2. ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბაუტისტა  აგუტმა კიმერ კოპეიანსი კი დაამარცხა, (6:1; 6:4) თუმცა თავისი თამაში დავიდ გოფინთან დათმო რაფაელ ნადალმა - 4:6; 6:7. ნახევარფინალისტის ვინაობა წყვილთა თანრიგის შეხვედრამ გამოავლინა, სადაც კარენო ბუსტასა და რაფაელ ნადალის დუეტმა 2 საათიან ბრძოლაში გაიმარჯვა - 6:7; 7:5; 10:7. ესპანელებმა სანდერ ჟილესა და ჟორან ვლიეჟენის წყვილს მოუგეს. ესპანეთი 1/2 ფინალში მასპინძელ ავსტრალიას შეხვდება, სერბეთი კი რუსეთს დაუპირისპირდება.

იხილეთ მეოთხედფინალური დაპირისპირებების მიმოხილვა: 

სხვა სტატიები