Belive

ATP თასი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
სამწუხაროდ დღეს მეორე ქართველი ჩოგბურთელიც ნიკოლოზ ბასილაშვილიც დამარცხდა. ნიკოლოზის მეტოქე რაფაელ ნადალი გახლდათ და მარცხი გასაკვირი არ არის.  მატჩი ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა ესპანელმა უმალვე უკუ ბრეიკი შეასრულა და ამის შემდეგ უპირატესობაც მოიპოვა. მეორე სეტში ესპანელი ლეგენდა 5:2 იგებდა და ბასილაშვილმა სასწაული მოახდინა. ქართველმა 5:5 დააფიქსირა, თუმცა სამწუხაროდ შემდეგ ისევ წააგო საკუთარი ჩაწოდება და რაფაელი წინ გავიდა. ქართველი 6:3  7:5 ანგარიშით დამარცხდა. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ჩოგბურთელებს მომდევნო მატჩებში. ნიკოლოზის შემდეგი მეტოქე ნიშიოკა გახლავთ, ხოლო იაპონელის შემდეგ ქართველი პაბლო კუევასს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები