Belive

ATP ტოკიო - ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგი ტრიუმფი

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში აზიური ტურნე მიმდინარეობს. გასულ კვირაში ტოკიოში 500-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობდა, რომლის გამარჯვებულიც ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.

ATP ტოკიო 2019: 

  • საპრიზო ფონდი - $ 1 895 290 
  • ტურნირის მოსაგებად საჭირო მოგებების რაოდენობა - 5 
  • სარეიტინგო ქულა - 500 
  • მოქმედი ჩემპიონი - დანილ მედვედევი (2018)  
 

ტურნირის ჩემპიონები (ბოლო 10 წელი): 

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ კორტზე პირველად გამოჩნდა. 2019 წლის ტოკიოს ტურნირი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელისათვის სადებიუტო გახლდათ - გასულ წლებში ამ პერიოდში ის პარალელურად მიმდინარე პეკინის ტურნირზე ასპარეზობდა. იყო მოსაზრება, რომ მისთვის 2019 წლის სპორტული სეზონი დასრულებული იყო, თუმცა სერბმა ჩოგბურთელმა არამხოლოდ დაბრუნება, არამედ ტურნირის მოგებაც მოახერხა. არ შეიძლება ჯოკოვიჩის ფენომენალური თამაშის უყურადღებოდ დატოვება - ტოკიოში სერბი ჩოგბურთელი შესანიშნავად აწვდიდა, მინიმალურ შეცდომებს უშვებდა და რაც ყველაზე მთავარია გათამაშებების დროს ნამდვილი სნაიპერი იყო. საფინალო შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიელი ჯონ მილმანი უშანსოდ დაამარცხა.   ფინალის ვიდეომიმოხილვა: 
 

სხვა სტატიები