Belive

ATP ვაშინგტონი - მიმდინარე მოვლენები

4 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში საჩოგბურთო ელიტაა შეკრებილი, მიზეზი კი 500-ქულიანი ტურნირია, რომელიც Citi open-ის სახელითაა ცნობილი.
Citi open
ვაშინგტონის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 895 290 დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს 365 390 დოლარი ერგება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევია, რომელიც როგორც 2018 ასევე 2017 წელსაც გახდა აღნიშნული ასპარეზის ჩემპიონი, თუმცა წელს გერმანელი ტურნირზე საერთოდ არ გამოვიდა. Citi Open-ზე 1/8-ფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად ამჟამად 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია:

სტეფანოს ციციპასი Vs. ბენუა პერი 

სტეფანოს ციციპასი ვაშინგტონის ტურნირზე განთესვით პირველი ნომერია, წინა რაუნდში მან ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჯორდან ტომპსონი 2-სეტში დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ კარგ ფორმაშია. ციციპასის მეტოქე ბენუა პერი კი ნამდვილად კარგ ჩოგბურთს აჩვენებს, მან წინა რაუნდში ადგილობრივი ჯონ ისნერი საათსა და 22 წუთში დაამარცხა. ექსპერტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ციციპასია მიჩნეული.

ნორბერტ გომბოსი Vs. ნიკ კირგიოსი

გომბოსი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, თუმცა იღბლიანი წაგებულის სტატუსით ძირითად ბადეში მაინც აღმოჩნდა და 1/4-ფინალურ ეტაპამდეც გააღწია, ამისათვის მას კეჩმანოვიჩისა და მანარინოს დამარცხება მოუწია. ნიკ კირგიოსმა კი უკვე სამი მეტოქე დაამარცხა და თანაც საკმაოდ დამაჯერებლად, თუ ასე გააგრძელა ავსტრალიელის შეჩერება ნამდვილად რთული იქნება. შეხვედრის ფავორიტად ექსპერტებმა, რა თქმა უნდა, ნიკ კირგიოსი მიიჩნიეს.

მარინ ჩილიჩი Vs. დანილ მედვედევი

მარინ ჩილიჩმა ორი საკმაოდ კარგად ჩამწოდებელი მოთამაშე - მარიუს კოპილი და ფელიქს ოჟე ალიასიმი დაამარცხა და თანაც სეტის წაუგებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატი ჩოგბურთელი კარგ ფორმაშია, ასეთი ჩილიჩის დამარცხება კი ნამდვილად დიდი სირთულეა. რაც შეეხება დანილ მედვედევს, რუსი მსოფლიოს მე-10 ნომერია მან ორი ამერიკელის დამარცხების შედეგად მოახერხა 1/4-ფინალში გასვლა, ორივე თამაშში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეიძლება ითქვას უშეცდომო ჩოგბურთსაც თამაშობდა. შეხვედრის ფავორიტად ექსპერტებმა, მცირედით მაგრამ დანილ მედვედევი მიიჩნიეს.

პიტერ გოიოვჩუკი Vs. კაილი ედმუნდი 

გერმანელი ჩოგბურთელი ამერიკელ მაყურებელს ნამდვილად აოცებს, მან ალექს დე მინაურისა და მილოშ რაონიჩის დამარცხება მოახერხა და თანაც სეტის წაუგებლად, თუ მის ჩოგბურთს კარგად დავაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აქამდე ასეთ ფორმაში ან ყოფილა და ან არა, შესაბამისად კაილი ედმუნდს, რომელიც მისი 1/4-ფინალური რაუნდის მეტოქეა, არც თუ ისე მარტივი მეტოქე ეყოლება. თავად ბრიტანელსაც არ ჰქონია მარტივი გზა 1/4-ფინალამდე, მისი უკანასკნელი მეტოქე ცონგა გახლდათ, რომელთანაც 3-სეტიანი დაპირისპირება გამართა და 2 საათსა და 25 წუთში საბოლოოდ მოახერხა ფრანგი მეტოქის დამარცხება. ექსპერტების აზრით ფავორიტად კაილი ედმუნდია მიჩნეული.      

სხვა სტატიები