ბასილაშვილი მალიორკას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება

მსოფლიოს 25-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მალიორკას ღია პირველობაზე (ATP-ის 250-იანი ტურნირი) ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე მატს როზენკრანცი (346) იქნება. შეხვედრა შაბათს, 14:30 საათზეა ჩანიშნული.

გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ანტუან ბელერსა (307) და კარლოს ტაბერნერს (88) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

მალიორკაში პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე სტეფანოს ციციპასია, მესამე კი – დენის შაპოვალოვი.

ბასილაშვილმა ბოლოს ჰალეს ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც 1/8-ფინალში ოსკარ ოტესთან დამარცხდა.

Mallorca Open-ის მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევია, რომელმაც შარშან ფინალში სემ კუერის მოუგო.


ბასილაშვილი მალიორკას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება

სტატიის ავტორი
-