ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მე-2 წრეშია

egt treasure quest

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში დაწყებულ ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში გერმანელი დასტინ ბრაუნი (303) 2 სეტში – 6:3; 7:6 დაამარცხა.

36 წლის ჩოგბურთელი, რომელსაც 2015 წლის უიმბლდონზე რაფაელ ნადალი ჰყავს დამარცხებული, ტურნირზე Wild Card-ით მოხვდა.

ბასილაშვილმა ბრაუნის დაბრეიკება ოთხჯერ მოახერხა, საკუთარი ჩაწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. ნიკოლოზმა დასტინის წინააღმდეგ 7 ეისი მოაგროვა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში მარინ ჩილიჩსა (49) და რუდოლფ მოლეკერს (262) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

(783)

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მე-2 წრეშია

სტატიის ავტორი
-