ბეკერი: “ჯოკოვიჩი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს”

266
ნახვა

ლეგენდარული ჩოგბურთელი, ბორის ბეკერი, 2019 წლის უიმბლდონის საფინალო შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ის აღშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯოკოვიჩს ფედერერის წინააღმდეგ თამაშისას საგრძნობად ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდა.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როჯერ ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია, თუმცა უიმბლდონის ოთხგზის ჩემპიონი (აწ უკვე ხუთგზის) ბევრად უფრო მეტ დაფასებასა და მხარდაჭერას იმსახურებს ვიდრე ეს ფედერერისა და მის შეხვედრაში ხდებოდა. ჯოკოვიჩის ბრწყინვალებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ის პროფესიონალურ ტურში ფედერერისა და ნადალის ჰეგემონიის ჟამს ჩაერთო და საკუთარი ძალების დემონსტრირება როგორც მოახერხა ეს ყველამ კარგად ვნახეთ და ვიცით”, – განაცხადა ბეკერმა, რომელიც 2013-16 წლებში ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელიც გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეხუთედ მოიგო, ეს მის კარიერაში მე-16 დიდი სლემის ტიტულია.

 

 

(266)

ბეკერი: “ჯოკოვიჩი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს”

სტატიის ავტორი
-