დუბაის ტურნირზე ბასილაშვილი მსოფლიოს მე-9 ჩოგანს დაუპირისპირდება

მსოფლიოს 22-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის 500-იან ტურნირზე (Dubai Tennis Championships) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი (9) იქნება. ჩოგბურთელები ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან, წინა სამ შემთხვევაში გამარჯვება კანადელს დარჩა.

დუბაიში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვჩია, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე კი – ოჟე-ალიასიმი.

ნიკოლოზმა ბოლოს დოჰას ტურნირზე ითამაშა, სადაც რობერტო ბაუტისტა აგუტთან ფინალში დამარცხდა.

Dubai Tennis Championships-ი 21 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ასლან კარაცევია, რომელმაც შარშან ფინალში ლოიდ ჰარისს მოუგო.


დუბაის ტურნირზე ბასილაშვილი მსოფლიოს მე-9 ჩოგანს დაუპირისპირდება

სტატიის ავტორი
-