ბუდაპეშტის 250-იანი ტურნირის (Hungarian Grand Prix) ფინალში ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა კატარჟინა პიტერისა (პოლონეთი) და კიმბერლი ციმერმანის (ბელგია) წყვილი სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:4, 10:6 დაამარცხა.
ფინალური მატჩი 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.
ქართულმა წყვილმა ფინალამდე სამი შეხვედრის მოგება სეტის წაუგებლად შეძლო, ნახევარფინალში კი გორგოძემ და კალაშნიკოვამ ტურნირის მთავარი ფავორიტების – შუაი ჟანისა და ლაურა ზიგმუნდის წყვილთან იმარჯვეს.
ბუდაპეშტის ტურნირამდე, ეკატერინესა და ოქსანას ბოლოს ერთად ნათამაშები 1 წლის წინ, პოლონეთში ჰქონდათ, სადაც ნახევარფინალში დამარცხდნენ.
— Oksana Kalashnikova (@OksKalashnikova) July 17, 2022