მეტოქე დანებდა – ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა შესანიშნავად დაიწყო.

ქართველ ჩოგბურთელ სებასტიან კორდას (45) დასამარცხებლად მხოლოდ 46 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა პირველი სეტი მარტივად, 6:1 მოიგო, მეორე სეტში კი ქართველი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა. საბოლოოდ, კორდამ შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეში პაბლო კარენო-ბუსტასა (12) და მაქსიმ კრესის შორის გამარჯვებული (151) იქნება.

მეტოქე დანებდა – ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეშია

სტატიის ავტორი
-