მედვედევი: “საკუთარ თავს ვკითხე, რას იზამდა ნოვაკი?”

ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო 1/4-ფინალური დაპირისპირება საოცრად დრამატული გამოდგა.

0:2 ჩამორჩენის მოუხედავად, დანილ მედვედევმა ფელიქს ოჟე-ალიასიმი 5 სეტში – 6:7; 3:6; 7:6; 7:5; 6:4 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ 25 წლის რუსს ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა თამაშის შემოტრიალება: “ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ, საკუთარ თავს ვკითხე, რას იზამდა ახლა ნოვაკი?”- ამბობს მედვედევი.

AUS Open-ის ნახევარფინალში დანილ მედვედევი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მედვედევი: “საკუთარ თავს ვკითხე, რას იზამდა ნოვაკი?”

სტატიის ავტორი
-