მოულოდნელი შედეგი – ნადალი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა

მონტე კარლოს მასტერსზე დღეს მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. რაფაელ ნადალი ტურნირის მეოთხედფინალში ანდრეი რუბლევთან (8) დამარცხდა.

ბოლო 6 წელში მეორედ, “თიხის მეფემ” მონტე კარლოს მასტერსის მოგება ვერ მოახერხა. ბოლოს 34 წლის ესპანელს მონაკოში 2019 წელს, ფაბიო ფონინისთან ჰქონდა წაგებული.

რაც შეეხება თამაშს, უნდა აღინიშნოს, რომ რუსმა ჩოგბურთელმა უმაღლესი კლასი გამოავლინა. რუბლევი თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, საბოლოოდ კი მან 3 სეტში – 6:2; 4:6; 6:2 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ანდრეის მოგება 2 სეტშიც შეეძლო – ის ბრეიკით წინ იყო, თუმცა ნადალმა ზედიზედ 4 გეიმი მოიპოვა და წაგებას დროებით გადაურჩა.

ესპანურ-რუსული დაპირისპირება 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ნადალმა 4 ბრეიკ პოინტი შეასრულა, ხოლო რუბლევმა – 7. ესპანელს საკმაოდ ბევრი, 7 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა.

მონტე კარლოს მასტერსის ნახევარფინალში ანდრეი რუბლევი კასპერ რუუდს (27) დაუპირისპირდება.

(71)

მოულოდნელი შედეგი – ნადალი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-