ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი ევროპის ღია პირველობის მეოთხედფინალში ლასლო ჯერესთან (57) 2 სეტში – 2:6; 2:6 დამარცხდა.

26 წლის სერბმა ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალიან მაღალი დონის თამაში ჩაატარა. გარდა ამისა, 29 წლის ქართველს საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდა. ნიკოლოზმა ჯერეს წინააღმდემ 7 ორმაგი და 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შედარებისთვის, ლასლომ დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ 8 შეცდომა დაუშვა.

ვინაიდანაც ბასილაშვილი განთესილი იყო, ის პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო 1/16 ფინალში არგენტინელ მეტოქეს, სებასტიან ბაეზს კორონავირუსი დაუდასტურდა და ნიკოლოზი პირდაპირ მეოთხედფინალში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ჰამბურგის 500-იანი ტურნირი კარიერაში ორჯერ, 2018 და 2019 წლებში აქვს მოგებული.

(330)

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-