ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1/16-ფინალშია

მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მესამე წრეში უბრძოლველად გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ფაბიო ფონინის (36) უნდა შეხვედროდა, თუმცა იტალიელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტურნირიდან მოეხსნა.

1/16-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე კამერონ ნორი (12) იქნება, რომელმაც დღეს პედრო მარტინესს მოუგო.

ინდიან უელსის გასული წლის ფინალში ნიკოლოზი სწორედ ნორის შეხვდა და სამ სეტში, ანგარიშით 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

BNP Paribas Open-ის წლევანდელ გათამაშებაში რეიტინგის Top 10-ეულიდან მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი არ მონაწილეობს.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1/16-ფინალშია

სტატიის ავტორი
-