რამდენიმე წუთის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა, შვეიცარიელმა – როჯერ ფედერერმა დაანონსა, რომ იგი კორტზე სამშობლოში, კერძოდ კი ბაზელის ტურნირზე დაბრუნდება.
პანდემიის გამო, ბაზელის შეჯიბრი 2 წლის განმავლობაში არ ტარდებოდა, 2022 წელს კი ოფიციალურად შედგება, სადაც როჯერ ფედერერიც იასპარეზებს, რომელსაც ეს შეჯიბრი 10-ჯერ აქვს მოგებული. ბაზელის ტურნირი 24-30 ოქტომბერს გაიმართება.
🇨🇭 COMING HOME 🇨🇭@rogerfederer has announced he will return to tournament tennis in Basel in October! pic.twitter.com/AAjQaXJA4a
— Tennis TV (@TennisTV) April 26, 2022
View this post on Instagram
როჯერ ფედერერმა ბოლოს 2021 წლის ივლისში, უიმბლდონზე ითამაშა, სადაც 1/4 ფინალში, პოლონელ ჩოგბურთელთან – ჰურკაჩთან 0:3 დამარცხდა.