რა ურჩია ჯოკოვიჩმა ციციპასს? 

180
ნახვა

ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 2019 წლის ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული სტეფანოს ციციპასი “დიდი სამეულის” და მათგან მიღებული რჩევების შესახებ საუბრობს.

“ლონდონში მიღწეული შედეგით აღფრთოვანებული, ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს საოცარი იყო. ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად დრო მჭირდება.

მახსოვს, რომ ტურნირის მიმდინარეობისას ნადალს, ჯოკოვიჩს და ფედერერს ვესაუბრე და მათგან ბევრი რჩევა მივიღე. ნოვაკმა მითხრა: “გააგრძელე ბრძოლა, მოუფრთხილდი ჯანმრთელობას, შეინარჩუნე პოზიტიური დამოკიდებულება და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ!”.

ვცდილობ ჯოკოვიჩის რჩევა გავითვალისწინო. არ მეგონა, თუ ლონდონიდან ტიტულით წამოვიდოდი”,-თქვა ბერძენმა ჩოგბურთელმა.

21 წლის სპორტსმენმა წელიწადი ATP რეიტინგის მეექვსე საფეხურზე დაასრულა.

(180)

რა ურჩია ჯოკოვიჩმა ციციპასს? 

სტატიის ავტორი
-