როტერდამის 500-იან ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის 500-იან ტურნირზე (ABN AMRO World Tennis Tournament) ასპარეზობას, სადაც მე-8 ნომრადაა განთესილი, 7 თებერვალს, 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე მაკკენზი მაკდონალდი (56) იქნება.

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზის მეტოქე დავიდ გოფენისა და ალექს დე მინორის შეხვედრაში გაირკვევა.

როტერდამში პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასი იქნება, მეორე ანდრეი რუბლიოვი, მესამე კი – ფელიქს ოჟე-ალიასიმი.

ბასილაშვილის ბოლო ტურნირი Open Sud de France (მონპელიეში) იყო, სადაც პირველივე წრეში დამირ ჯუმჰურთან დამარცხდა.

ABN AMRO World Tennis Tournament-ი 7 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ანდრეი რუბლიოვია, რომელმაც შარშან ფინალში მარტონ ფუქსოვიჩს მოუგო.


როტერდამის 500-იან ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-