სერენა უილიამსი: “ცხოვრებაში ბევრი წინაღობა შემხვდა, რასიზმს უნდა გავუმკლავდეთ”

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ამერიკაში რასიზმის ახალი ტალღის და მისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

“ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, არაერთ სირთულეს შევხვედრივარ. მე ხშირად აღმოვჩენილვარ რასიზმის და უთანასწორობის მსხვერპლი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩემი კანის ფერი არ მოსწონდა. ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის ეს ნორმადაც კი იქცა.

ეს ყველაფერი ძალიან უსიამოვნოა, მას უნდა გავუმკლავდეთ და არ დავუშვათ, რომ ასეთი ქმედება ნორმად იქცეს.

პირადად მე ძალიან მორწმუნე ვარ და მჯერა ბიბლიის, სადაც წერია, რომ ღვთის დახმარებით შეგვიძლია მოვიპოვოთ მშვიდობა, მაგრამ რეალურად ბევრი წინაღობის გადალახვა მომიწია“, – თქვა ამერიკელმა ჩოგბურთელმა.

Სერენა უილიამსი რასისტული, გენდერული, სექსუალური, თუ რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხშირად ილაშქრებს, ის 2018 წელს, ამერიკული გამოცემა Times-ის ვერსიით, წლის ადამიანადც დასახელდა.

(621)

სერენა უილიამსი: “ცხოვრებაში ბევრი წინაღობა შემხვდა, რასიზმს უნდა გავუმკლავდეთ”

სტატიის ავტორი
-