ზვერევმა მედვედევი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

ტურინში დასრულდა 2021 წლის ATP-ს შემაჯამებელი ტურნირი, რომლის ფინალში მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა, ალექსანდრ ზვერევმა, დანილ მედვედევი (2) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.

ზვერევმა დღევანდელი გამარჯვებით 1 100 000 დოლარი გამოიმუშავა, მედვედევმა კი ფინალში გასვლით 530 ათასი დოლარი მიიღო.

გერმანელმა ჩოგბურთელმა ტურნირის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (ზვერევი სწორედ მედვედევთან დამარცხდა), ნახევარფინალში კი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო.

წლის შემაჯამებელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევი იყო, რუსმა გასულ წელს ფინალში დომინიკ ტიმს მოუგო.


(32)

ზვერევმა მედვედევი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

სტატიის ავტორი
-