Belive

ავსტრალიელი ჟურნალისტი: "ნადალმა ქართველებთან 15-20 წუთი გაატარა, მათ არ სჯეროდათ"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ATP Cup-ის მე-2 შეხვედრაში საქართველო გუშინ იაპონიას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ჩვენს ქვეყანას პრესტიჟის ქულა აკა ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილმა მოუტანა, რომლებმაც ბენ მაკლაჩლანისა და ტოშიჰიდე მაცუის დუეტი 2 სეტში, 6:2; 6:4 დაამარცხეს. ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელების წყვილთა თანრიგში მოპოვებულ სენსაციურ გამარჯვებას ავსტრალიელი ჟურნალისტი გამოეხმაურა. "ორმა ბიჭმა საქართველოდან, რომლებსაც მსოფლიო რეიტინგში პოზიციაც კი არ აქვთ, იაპონია დაამარცხეს. ნამდვილი მოულოდნელობა. "რაფაელ ნადალი მათთან მივიდა და პირველი გამარჯვება მიულოცა. ესპანელმა ქართველებთან ერთად სელფი გადაიღო  და მათი ოჯახის წევრებისთვის ვიდეოც ჩაწერა. რაფამ გარკვეული დრო მათთან ლაპარაკში გაატარა, ქართველები გაგიჟებულები იყურებოდნენ. ნადალმა თავისი დღის 15-20 წუთი ახალგაზრდა ქართველი ბიჭებისთვის გამოყო, რომლებსაც ამის არც კი სჯეროდათ. თუმცა, ეს რაფაა და გასაკვირი არც არაფერია," - თქვა ავსტრალიელმა ჟურნალისტმა, სამ სმიტმა.

სხვა სტატიები