Belive

ავსტრალიია ღია პირველობა - 1/4-ფინალური ეტაპი

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

რობერტო ბაუტისტა-აგუტი Vs. სტეფანოს ციციპასი

5:7, 6:4, 4:6, 6:7(2) - ციციპასის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი სტეფანოს ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალურ ეტაპზე ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა, რომელსაც 4-სეტიან დაპირისპირებაში ტოლი არ დაუდო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ახალგაზრდა ბერძენი ჩოგბურთელი მოქმედ ლეგენდას - რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

ფრენსის ტიაფო Vs. რაფაელ ნადალი

3:6, 4:6, 2:6 - ნადალის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ახალგაზრდა ამერიკელი ფრენსის ტიაფო 2019 წლის დიდი სლემის რიგით პირველ ტურნირზე ქების მეტს არაფერს იმსახურებს, ვინაიდან შესანიშნავი თამაშის წყალობით 1/4-ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, სადაც მისი მეტოქე ესპანელი მატადორი - რაფაელ ნადალი გახლდათ. რაფამ მეტოქეს 3 სეტის განმავლობაში მხოლოდ 9 გეიმი დაუთმო და დიდი სლემის ნახევარფინალში გავიდა.

დანიელ როუზ კოლინსი Vs. ანასტასია პავლიჩენკოვა 

2:6, 7:5, 6:1 - კოლინსის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ჩოგბურთის კრიტიკოსები დანიელ როუზ კოლინსს საკმაოდ ალმაცერად უყურებდნენ, თუმცა ჩოგბურთელმა საკუთარი ძალა ყველას დაანახა და დიდი სლემის 1/4-ფინალში გავიდა - მეტსაც გეტყვით, რომ მან მეტოქე რთულ დაპირისპირებაში, მაგრამ დამაჯერებლად დაამარცხა. კოლინსის 1/4-ფინალური ეტაპის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 44-ე ნომერი ანასტასია პავლიჩენკოვა იყო. მომდევნო ეტაპზე დანიელ როუზ კოლინსი პეტრა კვიტოვას შეხვდება.

პეტრა კვიტოვა Vs. ეშლი ბარტი

6:1, 6:4 - კვიტოვას სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  როგორც ჩანს პეტრა კვიტოვა ახალ საჩოგბურთო სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. ჩეხი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი ეშლი ბარტი იყო, რომელსაც საათსა და 10 წუთში გაუმკლავდა. კვიტოვამ მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო. მომდევნო ეტაპზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კვიტოვას მეტოქე დანიელ როუზ კოლინსი იქნება.

სხვა სტატიები