Belive

ავსტრალიია ღია პირველობა - ნახევარფინალური ეტაპი

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

რაფაელ ნადალი Vs. სტეფანოს ციციპასი

6:2, 6:4, 6:0 - ნადალის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი და ამჟამინდელი მეორე ჩოგანი, 32 წლის ესპანელი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კორტზე სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ გამოვიდა. ციციპასმა 2019 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე წარმატებული გამოსვლით საკუთარ თავზე სრულიად საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა, თუმცა როგორც ჩანს ურთულესი განვლილი გზის შემდეგ სტეფანოსი გადაიღალა და მატადორის წინააღმდეგ უშანსოდ დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე მატადორის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ლუკა პუიეს შორის გაირკვევა.  

კაროლინა პლისკოვა Vs. ნაომი ოსაკა

2:6, 6:4, 4:6 - პლისკოვას სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  დრამატული ორთაბრძოლა გაიმართა კაროლინა პლისკოვასა და ნაომი ოსაკას შორის. საჩოგბურთო სამყაროში იაპონელების მთავარი იმედი ქალთა ერთეულთა თანრიგში - ნაომი ოსაკა კორტზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე სეტში პლისკოვამ მასზე უკეთესი სათამაშო კლასი გამოავლინა და შეხვედრაში გადამწყვეტი სეტი ჩატარდა. საბოლოოდ 2 საათიანი დაპირისპირების გამარჯვებული ნაომი ოსაკა გახდა.  

პეტრა კვიტოვა Vs. დანიელ როუზ კოლინსი

7:6(2), 6:0 - კვიტოვას სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი დანიელ როუზ კოლინსი ქების მეტს არაფერს იმსახურებს, ამ ეტაპისათვის ავსტრალიის ღია პირველობა როუზის კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირად ჩაიწერება, თუმცა მისი ტრიუმფალური სვლა პეტრა კვიტოვამ საკმაოდ დამაჯერებლად შეაჩერა. პირველ სეტში კოლინსმა ტაი-ბრეიკი ითამაშა, სადაც ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა, რამაც სავარაუდოდ მის ფსიქოლოგიაზე იმოქმედა და მომდევნო სეტში მშრალად დამარცხდა. ფინალში ერთმანეთს კვიტოვა და ოსაკა შეხვდებიან.

ფინალი (ქალები):

ნაომი ოსაკა Vs. პეტრა კვიტოვა

სხვა სტატიები