ავსტრალიის ღია პირველობა – 1/4-ფინალური ეტაპი

119
ნახვა

მილოშ რაონიჩი Vs. ლუკა პუიე

6:7(4), 3:6, 7:6(2), 4:6 – პუიეს სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

video

 

მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ლუკა პუიე 2019 წლის საჩოგბურთო სეზონს შესანიშნავ მზადყოფნაში შეხვდა. ფრანგი ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალურ ეტაპამდე ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მოხვდა, სადაც მისი მეტოქე მილოშ რაონიჩი გახლდათ. კანადელი რეიტინგის მე-17 საფეხურზეა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელში გამარჯვებულიც ფრანგი ლუკა პუიე გამოდგა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. კეი ნიშიკორი

6:1, 4:1 – ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

video

 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა კეი ნიშიკორის წინააღმდეგ, თუმცა შეხვედრა ვერ დასრულდა, ვინაიდან ნიშიკორიმ ტრავმა მიიღო და მეორე სეტის მიწურულს დანებდა. მომდევნო ეტაპზე ნოვაკის მეტოქე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ლუკა პუიე იქნება.

 

ნაომი ოსაკა Vs. ელინა სვიტოლინა

6:4, 6:1 – ოსაკას სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

video

 

როგორც ჩანს ნაომი ოსაკა მეორე დიდი სლემის ტურნირს უმიზნებს. მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი იაპონელი ოსაკა, ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალურ ეტაპზე ელინა სვიტოლინას დაუპირისპირდა, რომელთანაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – ოსაკამ მეტოქე 2 სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდება.

 

კაროლინა პლისკოვა Vs. სერენა უილიამსი

6:4, 4:6, 7:5 – პლისკოვას სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

video

 

პლისკოვასა და უილიამსს შორის დაუჯერებელი დაპირისპირება გაიმართა, შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო “ქამბექიც” კი იყოს. გადამწყვეტ სეტში უილიამსი მეტოქეს 5:1-ს უგებდა და საკუთარ მოწოდებაზე მატჩ-პოინტიც ჰქონდა (40:30), საიდანაც კაროლინა პლისკოვამ მიჯრით მოიგო 6 გეიმი და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა – ეს ყველაფერი კი სერენას მიერ მიღებული ტრავმით იყო გამოწვეული. ამგვარად, 37 წლის ლეგენდარული ამერიკელი ტურნირს გამოეთიშა და ასპარეზი დანარჩენ ჩოგბურთელებს დაუთმო.

video

(119)

ავსტრალიის ღია პირველობა – 1/4-ფინალური ეტაპი

სტატიის ავტორი
-