Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - 1/8 ფინალური ეტაპის ყველა შეხვედრის მიმოხილვა

3 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ
ავსტრალიის ღია პირველობა ყოველწლიური საჩოგბურთო ტურნირების ბადეში, რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირია, რომელიც 2021 წელს მისთვის არადამახასიათებელ დროს დაიწყო - როგორც წესი ტურნირი იანვრის ბოლოს იღებს სტარტს. ტურნირზე ფაქტობრივად ყველა TOP მოთამაშე იღებს მონაწილეობას, გარდა როჯერ ფედერერისა, რომელსაც რეაბილიტაციის პროცესი საგრძნობლად გაეწელა. გთავაზობთ 1/8-ფინალური შეხვედრების როგორც სიტყვიერ, ასევე ვიდეო მიმოხილვას.
australian-open-2021-to-be-played-in-february

ოჟე ალიასიმი Vs. კარაცევი


ფელიქს ოჟე ალიასიმი შეხვედრის ფავორიტად იყო მიჩნეული, გამომდინარე მისი ფორმიდან და ასევე წინა შეხვედრიდან, რომელიც საკმაოდ რთულ ოპონენტს, დენის შაპოვალოვს, ფაქტობრივად უშანსოდ, 3-სეტში მოუგო. კანადელს, კარაცევის წინააღმდეგაც ფენომენალური სტარტი ჰქონდა, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალე "ქამბექი" შესთავაზა მაყურებელს, რაც საწყისი 2 სეტის წაგებიდან მიჯრით მოგებულ 3 სეტს და თამაშს გულისხმობს. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

ტიმი Vs. დიმიტროვი


დომინიკ ტიმი ავსტრალიის ღია პირველობაზე არცთუ ისე დამაჯერებელია, როგორიც მსოფლიოს მე-3 ნომერი უნდა იყოს. 1/8-ფინალურ ეტაპამდე მან ბეწვის ხიდზე გაიარა, რაც კირგიოსთან წაგებულ საწყის 2 სეტს გულისხმობს, თუმცა ავსტრიელმა ავსტრალიელი მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხა. რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრას დიმიტროვმა, პლანეტის მე-3 ნომერი დამაჯერებლად, 3-სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

ლაიოვიჩი Vs. ზვერევი


დუშან ლაიოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე საკუთარი შესაძლებლობები დემონსტრირება ნამდვილად შეძლო, თუმცა ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ ვეღარაფერს გახდა. წარმოშობით რუსმა, გერმანიის სახელით მოასპარეზე ზვერევმა, მეტოქე 3-სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

ჯოკოვიჩი Vs. რაონიჩი


გამომდინარე ჯოკოვიჩის არადამაჯერებელი ასპარეზობიდან, სპორტის ექსპერტებმა ჯოკოვიჩის მოგებას რაონიჩის წინააღმდეგ დიდი კითხვის ნიშანი დაადეს, თუმცა სერბი ჩოგბურთელისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია?! გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ორი სეტის შემდეგ, ჯოკოვიჩმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 4-სეტში იმარჯვა. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

მაკდონალდი Vs. მედვედევი


დანილ მედვედევმა ამერიკელი ოპონენტი საათსა და 32 წუთში დაამარცხა, რაც ერთობ თვალსაჩინო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული მედვედევისთვის ეს გამარჯვება რიგით მე-18 გახლდათ, არცერთი მარცხის წილ - ამ მხრივ რეკორდი ნოვაკ ჯოკოვიჩს ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს 41 შეხვედრის განმავლობაში იმარჯვებდა. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

რუბლევი Vs. რუდი


კასპერ რუდი მხოლოდ შექებას იმსახურებს, იმისთვის, რომ დიდი სლემის ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპამდე მას არცერთი ძლიერი მეტოქე არ შეხვედრია. შეხვედრა მხოლოდ 2-სეტს გაგრძელდა, კასპერ რუდი წაგებული 2 სეტის შემდეგ, მეტოქეს დანებდა. რაც შეეხება ანდრეი რუბლევს, რომელიც მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, კვლავ განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას, მას ამჯერად უკვე დიდი სლემის ტურნირის 1/4-ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

ნადალი Vs. ფონინი


მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი რაფაელ ნადალი, ავსტრალიის ღია პირველობაზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს, მიუხედავად იმისა, რომ კამერუნ ნორის წინააღმდეგ თამაში ოდნავ გაურთულდა, ის მაინც ახერხებს, რომ ტურნირზე სეტის წაუგებლად ასპარეზობს. ფაბიო ფონინის ნადალის წინააღმდეგ, როგორც წესი "მეორე სუნთქვა" ეხსნება-ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში იტალიელი ოპონენტი ესპანელი მატადორის წინააღმდეგ სრულიად უძლური აღმოჩნდა და 3-სეტში დამარცხდა. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

ციციპასი Vs. ბერეტინი


ტრავმის გამო მატეო ბერეტინი ტურნირს მოეხსნა, შესაბამისად სტეფანოს ციციპასმა 1/4-ფინალური ეტაპის საგზური უბრძოლველად მოიპოვა.

1/4-ფინალური წყვილები:


დიმიტროვი Vs. კარაცევი 

ჯოკოვიჩი Vs. ზვერევი

რუბლევი Vs. მედვედევი 

ნადალი Vs. ციციპასი


სხვა სტატიები