Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - დღე 1

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი დღის უკანასკნელი 3 შეხვედრა ძალზედ სანახაობრივი გამოდგა. გამარჯვებულები კი - ფედერერი, ჩილიჩი და ბაუტისტა-აგუტი გახლდათ. ამ უკანასკნელმა საკუთარი შეხვედრა ენდი მარის წინააღმდეგ გამართა, რომელიც კარიერის უკანასკნელ ტურნირს ატარებდა, შესაბამისად ბრიტანელისთვის მატჩი უკანასკნელი გამოდგა. 

 

როჯერ ფედერერი Vs. დენის ისტომინი 

  შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:  
  6:3, 6:4, 6:4 - ფედერერის სასარგებლოდ. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი - როჯერ ფედერერი ავსტრალიური პუბლიკის წინაშე პირველი დღის უკანასკნელ შეხვედრაში წარსდგა. მისი მეტოქე უზბეკი დენის ისტომინი გახლდათ. მაესტრომ მეტოქე 3 სეტში, ანგარიშით - 6:3, 6:4, 6:4 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე შვეიცარიელის მეტოქე დანიელ ევანსი იქნება.  

მარინ ჩილიჩი Vs. ბერნარდ ტომიჩი 

  შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:  
  6:2, 6:4, 7:6(3) - ჩილიჩის სასარგებლოდ. მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი მარინ ჩილიჩი დიდი სლემის ტურნირის პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბერნარდ ტომიჩს შეხვდა. შეხვედრა 3 სეტში ხორვატის გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე მაკენზი მაკდონალდი იქნება.  

რობერტო ბაუტისტა-აგუტი Vs. ენდი მარი

  შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:  
  6:4, 6:4, 6:7(5), 6:7(4), 6:2 - ბაუტისტა-აგუტის სასარგებლოდ.    როგორც უკვე აღვნიშნეთ მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ბრიტანელი ენდი მარი უკანასკნელ ტურნირს ატარებდა, წაგების შემთხვევაში მისთვის ეს კარიერის საბოლოო მატჩი იქნებოდა - ასეც მოხდა. 5 სეტიან, ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება ესპანელ ჩოგბურთელს დარჩა.

სხვა სტატიები