Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - დღე 7 (რაუნდი 4)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

რაფაელ ნადალი Vs. ტომას ბერდიხი

6:0, 6:1, 7:6(4) - ნადალის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:  
  მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი და ამჟამინდელი მე-2 ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალურ ეტაპზე ტომას ბერდიხს დაუპირისპირდა, რომელთანაც საკმაოდ მარტივად იმარჯვა და კიდევ უფრო განამტკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი ტურნირის მოსაგებად სრულ მზადყოფნაშია. რაფას მომდევნო მეტოქე ფრენსის ტიაფო იქნება, რომელმაც 2019 წლის პირველ დიდი სლემის ტურნიზე მაყურებელთა დიდი ყურადღება მიიქცია შესანიშნავი თამაშით.  

ფრენსის ტიაფო Vs. გრიგორ დიმიტროვი

7:5, 7:6(6), 6:7(1), 7:5 - ტიაფოს სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:  
  1/8-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერი ფრენსის ტიაფო და 21-ე ჩოგანი გრიგორ დიმიტროვი დადგნენ. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა, შეხვედრის აბსოლუტურ ფავორიტად ბულგარელი ჩოგბურთელი იყო მიჩნეული, თუმცა კორტზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ამერიკელმა ახალგაზრდა დიმიტროვი 4 სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა, სადაც ურთულეს მეტოქეს - რაფაელ ნადალს გადაეყრება.  

მარინ ჩილიჩი Vs. რობერტო ბაუტისტა-აგუტი

7:6(6), 3:6, 2:6, 6:4, 4:6 - ბაუტისტა-აგუტის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:  
  ავსტრალიია ღია პირველობის 1/8-ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი მარინ ჩილიჩი საკმაოდ გამოცდილ მეტოქეს - ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდა. შეხვედრა ძალზედ დაძაბულად წარიმართა, მაყურებელმა დაუნდობელი, 5-სეტიანი დაპირისპირება იხილა, რომლის გამარჯვებულიც ბაუტისტა-აგუტი გახდა.

სხვა სტატიები