Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - მარიამ ბოლქვაძემ პირველი შეხვედრა მოიგო

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძემ (192) პირველი შეხვედრა გამართა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდოელი კარმან კაურ თანდი (626) მძიმე ბრძოლაში, 2 საათსა და 29 წუთში - 7:6; 7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დაპირისპირება ბრეიკების სიმრავლით გამოირჩა. მარიამმა მეტოქის ჩაწოდებაზე 7 გეიმი მოიგო, ამდენჯერვე კი საკუთარ ჩაწოდებაზე წააგო. ბოლქვაძემ თანდის წინააღმდეგ 2 ეისის შესრულება მოახერხა, თუმცა 13 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ქართველ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად კიდევ 2 თამაშის მოგება სჭირდება. მარიამი ნახევარფინალში ხვალ რუს მარგარიტა გასპარიანს (125) შეხვდება.

სხვა სტატიები