Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - რაუნდი პირველი (დღე 2)

5 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ

2019 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის მეორე დღე დასრულებულია - გთავაზობთ გამორჩეული მატჩების მიმოხილვებს:

ივო კარლოვიჩი Vs. უბერტ ჰურკაჩი 

6:7(5), 7:6(5), 7:6(3), 7:6(5) - კარლოვიჩის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ჩოგბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ჩოგბურთელი, რომელიც 1 თვეში 40 წლის ხდება - ივო კარლოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 76-ე ნომერ უბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა, პირველ რიგში გამომდინარე იქედან, რომ მაყურებელმა 4 ტაიბრეიკი იხილა. კარლოვიჩმა პოლონელი მეტოქის დამარცხებით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც კეი ნიშიკორს დაუპირისპირდება.  

ალექსანდრ ზვერევი Vs. ალიაჟ ბედენე

6:4, 6:1, 6:4 - ზვერევის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  საკუთარი პირველი რაუნდის შეხვედრა ჩაატარა, ჩოგბურთი ამომავალმა ან უკვე ამოსულმა ვარსკვლავმა - 21 წლის ალექსანდრ ზვერევმა, რომელიც ალიაჟ ბედენეს შეხვდა და საკმაოდ მარტივად, 3 სეტში გადალახა მისი ბარიერი. მომდევნო წრეში გერმანელის მეტოქე ჟერემი შარდისა და უგო უმბერტს შორის გაირკვევა.  

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. მიშელ კრუგერი

6:3, 6:2, 6:2 - ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის პირველ რაუნდში ამერიკელი მიშელ კრუგერი ამეცადინა. სერბმა შეხვედრა 3 სეტში საკმაოდ მარტივად დაასრულა, თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ შეხვედრამ 2 საათსა და 4 წუთს გასტანა. მომდევნო ეტაპზე პირველი ჩოგანი ჯო-უილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება.  

ნიკ კირგიოსი Vs. მილოშ რაონიჩი 

4:6, 6:7(5), 4:6 - რაონიჩის სასარგებლოდ.  შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ავსტრალიელების მთავარი იმედი ნიკ კირგიოსი დიდი სლემის ტურნირს პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა. მისი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი კანადელი მეტოქე მილოშ რაონიჩი გახლდათ, რომელთანაც ფაქტობრივად უშანსოდ, 3 სეტში დამარცხდა. მომდევნო წრეში კირგიოსი სტანისლას ვავრინკას შეხვდება.  

ტატიანა მარია Vs. სერენა უილიამსი 

0:6, 2:6 - უილიამსის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი სერენა უილიამსი მორიგ დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობს, პირველ ეტაპზე მისი მეტოქე გერმანელი ტატიანა მარია გახლდათ, რომელსაც ლეგენდარული ჩოგბურთელი ძალიან მარტივად, 2 სეტში გაუმკლავდა. მომდევნო ეტაპზე სერენას მეტოქე ეჟენი ბუშარი იქნება.  

მარია შარაპოვა Vs. ჰარი დარტი

6:0, 6:0 - შარაპოვას სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, სრულიად საჩოგბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობის საწყის რაუნდში ჰარი დარტს შეხვდა. გამოცდილმა რუსმა დიდი სლემის ტიტულის მოსაპოვებლად პირველივე რაუნდში დიდი პრეტენზია გამოხატა, ვინაიდან მეტოქეს არცერთი გეიმი არ დაუთმო, მომდევნო ეტაპზე შარაპოვა რებეკა პეტერსონს დაუპირისპირდება.      

სხვა სტატიები