Belive

ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე დაიწყო

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო. პირველი რაუნდის შეხვედრებმა უკვე ჩაიარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული სენსაცია არ მომხდარა. განთესვის მიხედვით TOP 10 ჩოგბურთელიდან, მხოლოდ მე-10 ნომრად წარმოდგენილი გაელ მონფილსი დამარცხდა, რომელიც ექსპერტების აზრით პირველი რაუნდის შეხვედრის ფავორიტადაც არ იყო მიჩნეული, შესაბამისად ამ ყოველივეს სენსაციას ვერ დავარქმევთ. ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც წლევანდელი ასპარეზის მეორე რაუნდში მსოფლიოს 64-ე ნომერ ფრენსის ტიაფოს დაუპირისპირდება. რაც შეეხება რაფაელ ნადალს, რომელიც გასულ კვირაში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ATP CUP-ზე ვერ დაეხმარა, ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ეტაპი, ლასლო ჯერეს წინააღმდეგ, დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. მისი მომდევნო მეტოქე მიშელ მოჰი იქნება. სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. ნიკა ტურნირის პირველსავე ეტაპზე, ამერიკელი ჩოგბურთელის, ტომი პოლის წინააღმდეგ, ანგარიშით 0:3 დამარცხდა.  

სხვა სტატიები