ბასილაშვილი ATP Chengdu-ზე იასპარეზებს

641
ნახვა

ახალი კვირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 4 საფეხურით უკან დაიხია, ამჟამად იგი 35-ე ნომერია.

ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში ATP Chendgu-ს ძირითად ბადეშია, სადაც პირველ შეხვედრას 26 სექტემბერს გამართავს. ამ ტურნირზე ნიკა მე-3 ნომრადაა განთესილი, იგი ავტომატურად მეორე რაუნდიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე ამერიკელ სემ კიურეისა და არგენტინელ გვიდო პელას შორის გამარჯვებული იქნება.

Live.ge-ს სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ნიკოლოზს. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ტურნირის მიმოხილვებს.

(641)

ბასილაშვილი ATP Chengdu-ზე იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-