Belive

ბასილაშვილი ATP რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის რეგრესი გრძელდება - საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 34-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ჰამბურგის 2-გზის ჩემპიონს ამჯერად რეილი ოპელკამ გადაასწრო. ახალგაზრდა ამერიკელმა ქულების დაგროვება სანქტ-პეტერბურგის ტურნირზე მოახერხა. რაც შეეხება ბასილაშვილს, მას მარტის შემდეგ თამაში არ მოუგია - 8 დაპირისპირება, 0 მოგება. ოჯახური კონფლიქტი ქართველ სპორტსმენზე ძალიან ცუდად აისახა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს ყოფილი მეუღლე ძალადობაში სდებდა ბრალს, რის შემდეგაც საქართველოს პირველი ჩოგანი 100 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ბასილაშვილმა მოახერხა და წელს 4 თამაში მოიგო, რაშიც 548 000 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები