Belive

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა - ქართველი ჩოგბურთელი ტომი პაულისთან (58)  დამარცხდა. 4:6; 6:7; 4:6 - ასეთი ანგარიშით წააგო საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა პრესტიჟული ტურნირის 1/64 ფინალურ ეტაპზე. ნიკოლოზმა ამერიკელ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა თითქოს კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკის შესრულება მოახერხა, თუმცა საკუთარი ჩაწოდება შემდეგ 3-ჯერ დათმო და სეტის მოგების შანსიც დაკარგა. მე-2 სეტში ბასილაშვილმა საქმე ტაიბრეიკზე მიიყვანა, სადაც უშანსოდ, 0:7 წააგო, მე-3 სეტისთვის კი ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდნილმა მსოფლიოს მე-40 ჩოგანმა წინააღმდეგობა პაულის ვეღარ გაუწია. დაპირისპირებაში, რომელიც 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა, 28 წლის ქართველმა მეტოქეზე ორით მეტი, 36 ვინერსი შეასრულა. ამის მიუხედავად, ნიკოლოზმა 50 უნებლიე შეცდომა დაუშვა (მხოლოდ 20 ტომი პაულმა) თამაშის მოგება კი ასეთ დროს პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

სხვა სტატიები