Belive

ბასილაშვილი ავსტრალიის ტურნირს იწყებს - პირველი მეტოქე ცნობილია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც იასპარეზებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მსოფლიოს 39-ე ჩოგანი საქმეში ხვალ, 1/16 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. ნიკოლოზის ბადე უკვე ცნობილი გახდა - ის პირველ შეხვედრას 25 წლის ესპანელ მარტინეს მარიო ვილელასთან გამართავს. აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილის მეტოქემ, რომელიც 188-ე ჩოგანია, მანამდე იანიკ ჰანფმანს (101) მოუგო. აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ჯორდან ტომპსონსა (52) და პიერ-ჰუგეს ჰერბერტს (84) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ მძიმე პერიოდის შემდეგ ბასილაშვილმა 2021 წელი ანტალიის ტურნირით დაიწყო. თურქეთში ნიკოლოზმა 2 დაპირისპირება მოიგო, რაც ზედიზედ 11 მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო.

სხვა სტატიები