Belive

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალშია | მომდევნო მეტოქე TOP 10-ის რუსი წევრია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირზე ასპარეზობს, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა ორი თამაში მოიგო, რის შედეგადაც ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე ქართველმა, საკმაოდ გამოცდილი ფრანგი ოპონენტი, ჟილ სიმონი დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე არტურ რინდერკნეხი გახლდათ, რომელსაც ასევე წარმატებით გაუმკლავდა. რაც შეეხება გერმანული ასპარეზის 1/4-ფინალურ დაპირისპირებას, ნიკას ოპონირებას სამხრეთ აფრიკელი, ლოიდ ჰარისი უწევდა, რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონი აქვს. პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქე 1-ბრეიკის უპირატესობით, ანგარიშით - 6:4 დაამარცხა. მეორე სეტი გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა, სეტის მიწურულს სამხრეთ აფრიკელმა ჩოგბურთელმა ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ნიკოლოზმა უმალვე აღმოფხვრა და სეტში დარჩა, საბოლოოდ ტაი-ბრეიკში ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე ანუ ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი, ახალგაზრდა რუსი, ანდრეი რუბლევი იქნება.

სხვა სტატიები