Belive

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჰამბურგში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა და 2 სეტში - 6:4; 6:3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ჰამბურგის ტურნირის წინა 2 გათამაშების გამარჯვებულია. საბედნიეროდ, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო წელს ჩოგბურთელებს ქულები არ აკლდებათ, ბასილაშვილი კი 500 ქულის დაკარგვას გადაურჩა. ნიკოლოზი მსოფლიო რეიტინგში ახლა 33-ე პოზიციაზეა.

სხვა სტატიები