Belive

ბასილაშვილი: "კაილ ედმუნდთან შეხვედრას მოუთმენლად ველი"

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა CHINA OPEN-ზე ჯეკ სოკი, ფერნანდო ვერდასკო და მალეკ ჯაზირი დაამარცხა. შესანიშნავ ფორმაში მყოფ ქართველ ჩოგბურთელთან Tennis TV-იმ ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ. გილოცავთ მალეკ ჯაზირისთან მოპოვებულ შესანიშნავ გამარჯვებას. როგორ შეაფასებდით თამაშს? ვფიქრობ რომ დღეს ძალიან კარგად ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობ ამ შესანიშნავ კორტზე, რომელიც სწორად გადაადგილებაში ხელს მიწყობს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გამარჯვება მოვიპოვე. რას იტყვით კაილ ედმუნდზე? თქვენ მას წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე დაუპირისპირდით. როგორია თქვენი მოლოდინი? პირველად მას როლან გაროსზე შევხვდი და 4-სეტიან დაპირისპირებაში მარცხი ვიწვნიე. მისი დამარცხება სამწუხაროდ ვერც ავსტრალიის ღია პირველობაზე მოვახერხე, რომელიც ჩემთვის ალბათ ყველაზე გულდასაწყვეტი მატჩი იყო ამ სეზონში. კაილ ედმუნდთან შეხვედრას მოუთმენლად ველი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება. იმ ფორმიდან გამომდინარე, რომელშიც დღეს იმყოფებით, როგორ ფიქრობთ - რომელ ეტაპს მიაღწევთ? ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე თითოეულ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ. თავს ძალიან კარგად, მხნედ ვგრძნობ და რაც მთავარია, ტრავმა არ მაწუხებს. ჩემი მთავარი მიზანი კი სწორედ ესაა - სეზონის ბოლომდე კარგ ფორმაში ყოფნა.

სხვა სტატიები