Belive

ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს გაიმეორებს?

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროს ამჟმად ბალახის საფარიანი ტურნირების სერია აქვს. სულ ცოტა დრო რჩება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირის - უიმბლდონის დაწყებამდე. მიმდინარე კვირაში ATP-ის ეგიდით ლონდონსა და ჰალეში იმართება ტურნირები. ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეში ასპარეზობდა, თუმცა მან საკუთარი შეხვედრა მატეო ბერეტინის წინააღმდეგ დათმო. მომდევნო კვირიდან ბასილაშვილს აქვს შანსი, რომ მსოფლიო რეიტინგში საკუთარი საუკეთესო მაჩვენებელი - მე-16 პოზიცია ისევ დააფიქსიროს. მატეო ბერეტინი და ფელიქს ოჟე ალიასიმი არიან ჩოგბურთელები, რომლებსაც აქვთ ნიკას გადასწრების შანსი, თუმცა ამისათვის მათ საკმაოდ მძიმე გზის გავლა მოუწევთ. მატეო ბერეტინი ჰალეში ასპარეზობს, ოჟე ალიასიმი კი ლონდონში, ორივე მათგანმა საკუთარი ტურნირები ტრიუმფით უნდა დაასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკა უიმბლდონს დიდი ალბათობით მსოფლიოს მე-16 ჩოგნის სტატუსით შეხვდება.

სხვა სტატიები