Belive

ბასილაშვილი ხვალ ჰამბურგის ტურნირს იწყებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირს იწყებს. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ახლა მსოფლიოს მე-16 ჩოგანია, პირველ ეტაპზე ბოლივიელ, უგო დელიენს (87) დაუპირისპირდება. ქართველის ხვალინდელი მეტოქე გერმანულ ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის ჰამბურგში მე-4 ნომრადაა განთესილი. იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზმა 2018 წელს აღნიშნული ტურნირი მოიგო, წლევანდელ გათამაშებაში მას 500 ქულა ექნება დასაცავი. ბოლივიელი უგო დელიენის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი ხუან იგნასიო ლონდეროსო (56) და სალვატორე კარუსოს (104) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები