Belive

ბასილაშვილი კიურეისთან დამარცხდა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ჩენდუს ტურნირს მეორე ეტაპიდან დაემშვიდობა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურნირზე ნიკა მე-3 ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან შეუერთდა, მისი მეტოქე კი ამერიკელი სემ კიურეი გახლდათ. არც თუ ისე დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველი ჩოგბურთელი 55 წუთში დამარცხდა, პირველ სეტში ნიკამ მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი მოუგო, ისიც საკმაოდ რთულად ვინაიდან სწორედ ნიკას მიერ მოგებულ იმ ერთ გეიმში მეტოქეს 4 ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა, სეტს საბოლოო ანგარიში - 6:1 ამერიკელის სასარგებლოდ. რაც შეეხება მეორე სეტს, ამ შემთხვევაში ბასილაშვილი შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, პირველი ექვსი გეიმის განმავლობაში საკუთარ მოწოდებებს დამაჯერებლად იგებდა, რიგით მე-4 მოწოდებაზე მეტოქეს ერთი ბრეიკის შანსი ჰქონდა, მაგრამ ქართველმა იგი აღმოფხვრა და წინაც გაიჭრა ანგარიშში 4:3, ამის შემდეგ კი მიჯრით წაგებული 3 გეიმი საკმარისი აღმოჩნდა ამერიკელისთვის, რომ გაემარჯვა და მომდევნო ეტაპზე გასულიყო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 6:1, 6:4 ამერიკელის სასარგებლოდ.

სხვა სტატიები