მსოფლიოს მე-20 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე ასპარეზობას 1/32-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ფაბიო ფონინი (50) იქნება. მატჩი ხვალ, 2 მაისს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე კარლოს ალკარაზს დაუპირისპირდება.
მადრიდში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე ალექსანდრ ზვერევია, მესამე კი – რაფა ნადალი.
ნიკოლოზმა ბოლოს მიუნხენის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც მეოთხედფინალში მიომირ კეცმანოვიჩთან დამარცხდა.
მადრიდის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევია, რომელმაც შარშან ფინალში მატეო ბერეტინის მოუგო.
ATP main draw 🗓️
Let the show begin! 🔥🔥🔥@atptour | @ATPTour_ES | #MMOPEN pic.twitter.com/BPJ10yvh1w
— #MMOPEN (@MutuaMadridOpen) April 30, 2022