Belive

ბასილაშვილი მეცის ტურნირზე ასპარეზობას პირველი წრიდან დაიწყებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 36-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე (Moselle Open) ასპარეზობას, სადაც მე-5 ნომრადაა განთესილი 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება.

მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი მერვედფინალში ხაუმე მუნარს ან არტურ რინდერკნეხს შეხვდება.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე ჰუბერტ ჰურკაჩია, მესამე კი - ლორენცო მუსეტი.

Moselle Open-ის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჰუბერტ ჰურკაჩია, რომელმაც შარშან ფინალში პაბლო კარენო ბუსტას მოუგო.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილს წარუმატებელი სერია აქვს – ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 6 მატჩი (უიმბლდონი, ბასტადის ტურნირი, ჰამბურგის ღია პირველობა, ცინცინატის მასტერსი, უინსტონ-სალემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა) დათმო.

სხვა სტატიები