Belive

ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს პირველ წრეში გამოეთიშა - ქართველმა ჩოგბურთელმა 2022 წელს ტურნირის სადებიუტო შეხვედრა მეშვიდედ დათმო. ბასილაშვილის მეტოქე გუშინ გრიგორ დიმიტროვი (29) იყო. 30 წლის ბულგარელმა პირველი სეტი 6:3 მოიგო. რაც შეეხება მეორე სეტს, ნიკოლოზი დიმიტროვს თავიდანვე ბრეიკით, 0:2 ჩამორჩა, რის შემდეგაც მან თამაში შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად, ნომერ პირველი ქართველი ჩოგბურთელი მე-20 პოზიციას ინარჩუნებს. რაც შეეხება დიმიტროვს, ის შემდეგ წრეში დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდება.    

სხვა სტატიები