ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 152-ე ჩოგანთან დამარცხდა

მონპელიეს 250 ქულიან შეჯიბრზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხე ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინელი, დამირ ჯუმჰური იყო.

საქართველოს პირველი ჩოგანი, მსოფლიო რეიტინგის 152-ე ნომერთან 3 სეტში 6:1; 5:7; 6:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ნიკა პირველ სეტში 6:1 დამარცხა და საკუთარ პირველივე მოწოდებაზე გეიმი 4 ორმაგი შეცდომით დაკარგა. პირველი სეტი ქართველმა ჩოგანმა 22 წუთში დათმო.

რაც შეეხება მეორე სეტს, მეორე სეტში მოთამაშეებმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს და ანგარიში 1:2 მიდიოდა, თუმცა ბასილაშვილმა მეტოქე დააბრეიკა და ანგარიში 1:3 გახადა. 1:3-ზე ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება დაკარგა და გეიმებში ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა (2:3). საქართველოს პირველმა ჩოგანმა საკუთარი მოწოდება ზედიზედ მეორედაც დაკარგა და ბოსნიელი სპორტსმენი წინ 4:3 გავიდა, თუმცა ბასილაშვილმა უკუბრეიკი შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მეორე სეტი ბასილაშვილის გამარჯვებით 5:7 დასრულდა.

მესამე სეტში ბასილაშვილმა პირველი და მეხუთე საკუთარი ჩაწოდებები დათმო და საბოლოოდ სეტი 6:2 დათმო.

დამირ ჯუმჰური 1/4 ფინალში სერბ – ფილიპ კრაინოვიჩს შეხვდება.

 

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 152-ე ჩოგანთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-