Belive

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერს შეხვდება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2022 წელს რიგით მეორე ტურნირზე - სიდნეის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, რის გამოც ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს. ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, ბრიტანელი ენდი მარი იქნება, რომელიც ამჟამად 135-ე ნომერია. მარიმ პირველ რაუნდში ნორვეგიის სახელით მოასპარეზე ვიქტორ დურასოვიჩი, 2-სეტში, ანგარიშით - 6:3, 6:1, დაამარცხა. ბასილაშვილისა და მარის ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უასპარეზიათ - 2021 წლის უიმბლდონზე, სადაც ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 4-სეტში იმარჯვა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სიდნეის ტურნირის საპრიზო ფონდი 521,000$-ს შეადგენს.  

სხვა სტატიები