Belive

ბასილაშვილი მსოფლიოს 188-ე ჩოგანთან დამარცხდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც მობაწილეობას იღებდა ნიკოლოზ ბასილაშვილი. სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა. ნიკოლოზი დღეს 1/16 ფინალში მსოფლიოს 188-ე ჩოგან მარიო ვილელა მარტინესს დაუპირისპირდა და 2 სეტში - 5:7; 3:6 დამარცხდა. ბასილაშვილი ესპანელ მოწინააღმდეგესთან 3-ჯერ დაბრეიკდა, საპასუხოდ კი მან 1 ბრეიკის შესრულება მოახერხა. საუკეთესო ქართველ ჩოგბურთელს 2021 წელს 2 მარცხი და 2 მოგება აქვს.

სხვა სტატიები