Belive

ბასილაშვილი მსოფლიოს 257-ე ჩოგანთან დამარცხდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი თითქმის 5 თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ჰალეს საჩვენებელ ტურნირზე მიშა ზვერევს დაუპირისპირდა. მსოფლიოს 257-ე ჩოგანთან ნიკოლოზი მხოლოდ 1 საათში, 2 სეტში: 5:7; 1:6 დამარცხდა. თამაშის პირველი სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა. იმავეს ვერ ვიტყვით მეორე სეტზე, სადაც ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდებაზე ყველა გეიმი წააგო.

სხვა სტატიები