Belive

ბასილაშვილი ოლიმპიადაზე განთესილთა შორისაა | ქართველი ჩოგბურთელი მე-15 ნომერია

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ გაერთიანდებიან. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად ტარდება 2021 წელს. საქართველოს ტოკიოში 35 ლიცენზიანტი ეყოლება, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება. ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე ერთეულთა თანრიგში იასპარეზებს - მიუხედავად იმისა, რომ განახლებული საჩოგბურთო რეიტინგის მიხედვით ქართველი რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდა და ამჟამად 42-ე ნომერი, ის ტოკიოში მე-15 ნომრად იქნება განთესილი. ტოკიოს ოლიმპიადის ძირითადი საჩოგბურთო ბადე 64 ჩოგბურთელითაა დაკომპლექტებული, საიდანაც 16 განთესილია.
გთავაზობთ განთესილ ჩოგბურთელებს:
  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი
  2. დანილ მედვედევი 
  3. სტეფანოს ციციპასი
  4. ალექსანდრ ზვერევი
  5. ანდრეი რუბლევი 
  6. პაბლო კარენო ბუსტა 
  7. ჰუბერტ ჰურკაჩი
  8. დიეგო შვარცმანი
  9. ფელიქს ოჟე-ალიასიმი
  10. გაელ მონფილსი
  11. ასლან კარაცევი 
  12. კარენ ხაჩანოვი 
  13. ლორენცო სონეგო 
  14. უგო უმბერი 
  15. ნიკოლოზ ბასილაშვილი
  16. ფაბიო ფონინი
საყურადღებოა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას იღებს 2012 და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ენდი მარი, რომელიც გამომდინარე მისი ტრავმებიდან და უთამაშებლობიდან, განთესილთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა საკითხის მცოდნეები მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანგარიშგასაწევ ძალად მოიაზრებენ. პირველი წრის შეხვედრები 24 და 25 ივლისსაა ჩანიჩნული. Live.ge წარმატებებს უსურვებს როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილს, ასევე ყველა ქართველ სპორტსმენს!

სხვა სტატიები