Belive

ბასილაშვილი უინსტონ-სალემის ტურნირიდან მოეხსნა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის დაწყებამდე, საქართველოს პირველ ნომერს, ნიკოლოზ ბასილაშვილს უინსტონ-სალემის ტურნირზე უნდა ეასპარეზა, თუმცა ჩვენებურის გეგმები შეიცვალა. ბასილაშვილს პირველი შეხვედრა დღეს, ფედერიკო კორიას წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა ახლადგასაჯაროვებული გადაწყვეტილების თანახმად ნიკა ტურნირიდან მოეხსნა. ნიკოლოზს ტურნირზე ფრანგი ჩოგბურთელი პიერ ერბერი ჩაანაცვლებს, რომელიც "იღბლიანი წაგებულის" სტატუსით იქნება წარმოდგენილი - მას კიდევ უფრო იღბლიანს ხდის ის ფაქტი, რომ ნიკას განთესვიდან გამომდინარე, ტურნირს მეორე ეტაპიდან იწყებს. ბასილაშვილის გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპისათვის უცნობია. ახალი კვირიდან ამერიკის ღია პირველობა იწყება, სადაც ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ბასილაშვილის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

სხვა სტატიები