Belive

ბასილაშვილი US OPEN-ზე წინ მიიწევს

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საკუთარი მეორე შეხვედრა გამართა ამერიკის ღია პირველობაზე საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 37-ე ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი, ამერიკელი ჯეკ სოკი გახდალთ. ნიკამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს საკუთარი ძალა და ამერიკელი ჩოგბურთელი საკუთარ სამშობლოში 4 სეტში ანგარიშით - 6:4, 3:6, 2:6, 6:7(3:7) დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 156 000 ამერიკული დოლარი და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 66-ე ნომერი, არგენტინელი გვიდო პელა იქნება, მათ შორის შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ ჩოგბურთელს Live.ge-ს სახელით.

სხვა სტატიები